ENG
საფანტომო ლაბორატორია

ჩვენი საფანტომო ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში. ამან საშუალება მისცა სტომატოლოგიურ დისციპლინათა კათედრას პრე-კლინიკური ტრენინგი გაეტარებინა სტუდენტებისათვის, რამაც საგრძნობლად აამაღლა კლინიკური პრაქტიკის ეფექტი, და საბოლოო ჯამში, კურსდამთავრებულთა პროფესიული დონე. 


ლაბორატორიაში სტუდენტები ყველა შესაძლო სამკურნალო მანიპულაციას ფანტომზე ანუ თოჯინებზე გადიან. ფანტომი მაქსიმალურადაა დაახლოებული ადამინის ყბა-სახის აგებულებასთან, ამდენად სტუდენტები პროფესიული ბორმანქანით ახდენენ კბილების დამუშავებას, მათ მკურნალობას და ბჯენის დადებას, ახდენენ კბილების ამოღებას. 

ფანტომი იმდაგვარადაა მოწყობილი, რომ ანესთეზიის გაკეთების დროს, თუ სწორად კეთდება იგი, შუბლზე ნათურა ინთება, თუ არა – არა. აქვე ხდება პროტეზების მომზადება და ჩასმა. ამ ტრენინგების გავლის შემდეგკლინიკაში მისულ სტუდენტებს მოხსნილი აქვთ ნამდვილ პაციენტთან ურთიერთობის ყოველგვარი ფსიქოლოგიური კომპლექსი, აბსოლუტური სიფხიზლით ატარებენ სამკურნალო მანიპულაციებს და სამკურნალო სქემებსაც მართებულად ადგენენ. ამას ხელს უწყობს თითოეულ საფანტომო მაგიდასთან დამონტაჟებული კომპიუტერი, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ნახონ სპეციალური ფილმები რეალური მანიპულაციების ჩატარების შესახებ და ის კუმპიუტერული სასწავლო პროგრამები, რომელიც ქართულ ენაზე დაამუშავა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტომატოლოგიურმა ფაკულტეტმა.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
სწავლა–სწავლება
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2012.05.21
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქუჩა N6   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
1245236

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By