კრიმინალისტიკის ლაბორატორიული კომპლექსი
იურიდიულ სკოლაში მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს კრიმინალისტიკის ლაბორატორიული კომპლექსი, რომელიც სამ ლაბორატორიას მოიცავს. ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი კრიმინალისტიკური ტექნიკით, სპექტრომეტრებით, ოპტიკური და ციფრული მიკროსკოპებით, დაქტილოსკოპიური მასალებით, ულტრაიისფერი, ინფრაწითელი და სხვა ალტერნატიული სინათლის წყაროებით, ღამის ხედვის ხელსაწყოებით, საგამომძიებლო კეისებით, ციფრული ფოტოტექნიკით და სხვა. სტუდენტებს ემსახურება სატრენაჟორო ოთახი, რომელიც ჩვეულებრივი ოთახის იდენტურია და მისი „მთავარი მომქმედი“ პირია თოჯინა-ფანტომი. ამ ოთახში პედაგოგის მიერ შექმნილი სიტუაციის გამოძიებას სტუდენტები აწარმოებენ. შემდეგ ხდება ჯგუფური განხილვა და ანალიზი. კაბინეტში სტუდენტები მუშაობენ ასევე სიტუაციურ მაკეტებზე, რომლებიც საშუალებას აძლევენ მათ სხვადასხვა სიტუაციაში სწორი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უნარი გამოიმუშავონ.
ლაბორატორია აღჭურვილია აუდიო-ვიზუალური ტექნიკით, სპეციალიზირებული ვიდეო ფილმებით, და სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით, რომლის დემონსტრირებისა და ანალიზის საფუძველზე ხდება გამომძიებლისათვის საჭირო ცოდნისა და ინტუიციის ფორმირება.

