"ალმა-დენტი"
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კლინიკა ,,ალმა-დენტის” მთავარი ექიმია ნატო მოსემღვდლიშვილი.
კლინიკაში ორი ტიპის მომსახურეობაა: ფასიანი და უფასო. ფასიან მომსახურეობას ეწევა ექიმი-პედაგოგი, ხოლო ასისტენტობას უწევს სტუდენტი. უფასო მომსახურეობას ეწევა სტუდენტი ექიმ-პედაგოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ხშირია შემთხვევა, როცა უფასო პაციენტი იმდენად კმაყოფილი მიდის, რომ მისი რეკომენდაციით ბევრი ფასიანი პაციენტი მოსულა. ასეთ შედეგი მიიღწევა სწავლების იმ განსხვავებული სისტემით, რომელიც დანერგილია სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე.

