ENG
აკადემიური სტანდარტებისა და ხარისხის მართვის ცენტრი

ისტორია

2001 წლის სექტემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს სინამდვილეში პირველად, შეიქმნა აკადემიური ხარისხის მართვის ცენტრი. ნიშანდობლივია, რომ 2005 წელს მიღებული კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, უმაღლეს სასწავლებლებში მოითხოვს ასეთი სამსახურების ჩამოყალიბებას.
აღნიშნული ცენტრი შეიქმნა ევროკავშირის  TEMPUS TACIS – ის პროექტის ფარგლებში, რომელიც ჩვენ უნივერსიტეტში განხორციელდა პარტნიორი  ნოტინჰემის ტრენტისა და ლუნდის უნივერსიტეტების დახმარებით.
 
ცენტრმა უდიდესი მუშაობა გასწია კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების (ECTS),  სწავლა/სწავლებისა და შეფასების ევროპული სისტემის დანერგვისათვის, რისთვისაც უნივერსიტეტი მადლობას უხდის პარტნიორ უნივერსიტეტებსა და პროექტის ყველა მონაწილეს: ბატონ კოლინ ლავს, ქალბატონ ჯეკი სტივენსს,  ბატონ იან ჰელბერგს, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ბატონ ტრევორ კარტრეჯს, რომელიც უშუალოდ მონაწილებდა აკადემიური პროგრამებისა და შეფასების სისტემის ფორმირებაში.
    
2005 წლიდან ცენტრს შეეცვალა სახელი და იწოდება აკადემიური სტანდარტებისა და ხარისხის მართვის ცენტრად.

მიზანი და უფლებამოსილება

ცენტრის ძირითადი მიზანია შეიმუშაოს აკადემიური სტანდარტები, დანერგოს და აწარმოოს მონიტორინგი მის განხორციელებაზე.
აქედან გამომდინარე:
 
  • ცენტრი წარმართავს მუშაობას აკადემიური პროგრამების შექმნის, დახვეწისა და მაღალეფექტურობის მისაღწევად;
  • ორგანიზაციას უწევს მასწავლებელთა გამოცდილებების შესწავლას, განზოგადებას და გავრცელებას;
  • სწავლა სწავლების ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას;
  • ხელს უწყობს პროფესორ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას;
  • აანალიზებს სტუდენტთა განვითარებას და ხელს უწყობს მათი მხარდაჭერისთვის საჭირო სტრუქტურის განვითარებას

მართვა 

ცენტრის მმართველი ორგანოა აკადემიური ხარისხის მართვის კომიტეტი, რომელის თავმჯდომარე ითვლება ხარისხის მართვის ცენტრის უფროსად.
ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს სამი ძირითადი ოფისის საშუალებით:
 
  • პროფესიული განვითარების ოფისი;
  • სწავლა/სწავლების ოფისი;
  • შიდა აკრედიტაციის ოფისი.
 
ცენტრს ჰყავს ექსპერტები, რომლებიც უნივერსიტეტის თანამშრომლებ-სა და დაინტერესებულ პირებს უწევენ საჭირო კონსულტაციებს.

ცენტრის დირექტორია ასისტენტ- პროფესორი მოგელი შენგელია. იგი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მუშაობდა აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში, შემდეგ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკუტეტის დეკანად. მონაწილეობდა ევროკავშირის პროექტის საკონსულტაციო-საორგანიზაციო საბჭოს მუშაობაში.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
სწავლა–სწავლება
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2012.05.21
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქუჩა N6   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
1245236

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By