ბუღალტრული სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრა, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციული ფორმისა და სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა კანონმდებლობის შესაბამისად.
უნივერსიტეტის ბიუჯეტის ფორმირება.
კანონმდებლობის შესაბამისად შიდა საწარმოო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და კონტროლის სისტემის შემუშავება და განხორციელება.
უნივერსიტეტის სამეურნეო საქმიანობის შედეგის სრული და უტყუარი ინფორმაციის ჩამოყალიბება.
ქონებისა და მისი მოძრაობის _ მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების გამოყენების შიდა კონტროლის უზრუნველყოფა.
საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაში ნეგატიური მოვლენების აღკვეთა, საბუღალტრო ინფორმაციის საფუძველზე რეზერვების გამოვლენა და მობილიზება.