უნივერსიტეტის ფიზიკური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ინვენტარიზაციის ჩატარება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
უნივერსიტეტის ფიზიკური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნება.
პრევენციული მუშაობის ჩატარება ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად.
დაზიანებული ფიზიკური რესურსების ოპერატიულად შეკეთება.
ადმინისტრაციის წინაშე საკითხის ოპერატიულად დაყენება ფიზიკური რესურსების განახლების და/ან შეცვლის თაობაზე.
კორესპონდენციებისა და ფინანსური ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტების გაგზავნა/მიღების უზრუნველყოფა.
უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელთა მუშაობაზე კონტროლის დაწესება.
უნივერსიტეტის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის უზრუნველყოფისათვის დაცვის თანამშრომელთა ყურადღების გამახვილება და კონტროლის განხორციელება.