საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
ქეთევან აფციაური დაიბადა ქ. თბილისში 1985 წლის 16 ივლისს. 2007 წელს დაამთავრა გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ტელე-რადიო ჟურნალისტის სპეციალობით. ამავე წელს დაამთავრა გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში თემურ ფაფერაშვილის სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნო და მიიღო ტელეჟურნალისტის კვალიფიკაცია. 2009 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა. გავლილი აქვს ტრენინგი კრიტიკულ აზროვნებაში. მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში. სატელევიზიო შემოქმედებით სახელოსნოსთვის გადაღებულ მის სადიპლომო ნამუშევარს “ფარვანას ეფექტი”, დოკუმენტური ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების საერთაშორისო ფესტივალმა “კენტავრი” მიანიჭა საუკეთესო საავტორო გადაცემის ნომინაცია. გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები გაზეთებში “ბასტა” ; ჟურნალში “ფიესტა”; გაზეთში “Brosse Street Journal”.
2000 წელს მუშაობდა ჟურნალში “ფიესტა” კორესპონდენტად. 2002 წელს სტაჟიორის სტატუსით იყო ტელეკომპანია “მზის” საინფორმაციო განყოფილებაში. 2008 წელს რადიოსთვის ``GIPA`` ამზადებდა რადიო გადაცემებს. 2009 წელს სტაჟიორის სტატუსით პრაქტიკას გადიოდა საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 2009 წელს იყო შურნალ "ლიბერალის" რედაქტორი. 2010 წლის სექტემბრიდან არის გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
ჰყავს მეუღლე და შვილი.

