ახორციელებს სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის პროცესს შესაბამისი ცენტრის მეშვეობით (ცენტრის ფუნქციები განისაზღვრება ცალკე ფუნქციური განაწესით);
უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას კარიერისათვის შესაბამისი ცენტრის მეშვეობით (ცენტრის ფუნქციები განისაზღვრება ცალკე დებულებით);
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად განახორციელებს მონიტორინგს სტუდენტთა აკადემიური პროგრესის უზრუნველყოფისათვის საჭირო რესურსების (ბიბლიოთეკა, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ლაბორატორიული) ვარგისიანობის შესახებ.
2. სტუდენტთა პერსონალური მხარდაჭერის მიმართულებით:
შეიმუშავებს სტუდენტთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამებს და ხელს უწყობს მის განხორციელებას;
განახორციელებს სტუდენტთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფისათვის საჭირო აქტივიბებს;
ავლენს და ხელს უწყობს უნარშეზღუდული სტუდენტების ინტეგრაციას სტუდენტურ ცხოვრებაში;
აქტიურად თანამშრომლობს სტუდენტურ თვითმმართველობასთან, დახმარებას უწევს შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებაში;
სამეურნეო სამსახურთან ერთად განახორციელებს მონიტორინგს უნივერსიტეტის ფიზიკური რესურსების ვარგისიანობის შესახებ სტუდენტის ფაქტორის გათვალისწინებით;
სტუდენტთა პირადი პრობლემების მოგვარებაში დახმარების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ფსიქოლოგიური კონსულტაციების ორგანიზებას.