1. კანცელარიის საქმიანობის სფეროა საქმისწარმოების ერთიანი წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად უნივერსიტეტის საქმისწარმოების ინსტრუქციის შემუშავება / რეალიზაცია , დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია და კონტროლი;
2. კანცელარიის საქმიანობის ძირითადი ფუნქციებია :
ა) დოკუმენტბრუნვის კოორდინაციის , დოკუმენტებზე მუშაობის და საინფორმაციო-საძიებო სისტემების სრულყოფის , შესრულების კონტროლისა და დოკუმენტების ფორმების უნიფიკაცია;
ბ) კორესპონდენციების მიღება/ რეგისტრირება, საექსპედიციო დამუშავება, სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა შესრულება, დანიშნულებისამებრ გადაცემა/დაგზავნა;
გ)დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობასა და დადგენილი ვადების დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა , ამ მიმართებით ხელმძღვანელობის სისტემატური ინფორმირება .
დ)სამართლებრივი აქტების გამოცემის პროცედურებზე , მათ შორის მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაზე კონტროლის განხორციელება , სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
ვ) თათბირების ორგანიზება და შესაბამისი ოქმების წარმოება , რექტორის მიერ გაცემული დავალებების აღრიცხვა და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება .
ზ) დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა და დოკუმენტების ბლანკების შემუშავება/დაპროექტება .
თ) უნივერსიტეტის საქმეთა ნომენკლატურის შედგენა/ საქმეების ფორმირება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიულად გამოყენების უზრუნველყოფა.