ENG
აქტივობის სახე: ალმა მატერი საქართველოს ჩემპიონია FLASHMOB-ში
თარიღი და დრო: 15/06/2010 - 12:10 / სამშაბათი
დეტალები:

სამთვიანი სატელევიზიო კონკურსის შედეგად, პროექტ FLASHMOB - ის გამარჯვებული, სრულიად საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი -ALMA MATER გახდა.

 

ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა უნივერსიტეტის პრესტიჟულობა და ავტორიტეტი მოსახლეობაში. ფინალში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს კონკურენციას ღირსეული მეტოქე - კავკასიის უნივერსიტეტი უწევდა. მიუხედავად, კონკურენტის ეჭვისა, რომ მათი დამარცხება შესაბამის ესემეს ნომერზე ზარების ბლოკირებამ გამიოწვია, რამაც ხმების ხელახალი და სრული გადათვლა გამოიწვია - შედეგი უცვლელი დარჩა. თუმცა,ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ზარების შეფერხება ნამდვილად იყო,როგორც კავკასიის უნივერსიტეტის ისე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის SMS ნომერზე, რასაც, როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ასევე, მობილური ოპერატორებიც ადასტურებენ.

 

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ სატელევიზიო პროექტში FLASHMOB გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ნოვატორიც აღმოჩნდა, რადგან, სწორედ „ალმა მატერის“ სტუდენტების ინიციატივით პროექტში ახალი ტენდენცია - შოუში, მეორე შოუს მოწყობა დაამკვიდრდა,რაც სასიამოვნო მიბაძვის საგანი გახდა სხვა უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც.

 

ამასთან, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტები მუდმივად ცდილობდნენ, რომ FLASHMOB -ის არსიდან არ ამოვარდნილიყვნენ და ზუსტად დაეცვათ, ის მოთხოვნები, რასაც PR-ის ეს სახეობა თავისთავად ითვალისწინებს: მოულოდნელობა და საზოგადოების ჩართულობა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ულოცავს სტუდენტებს და საქართველოს მათი რჩეული უნივერსიტეტის გამოვლენას და გულიათად მადლობას უხდის გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის.

გაზიარება
დაბეჭდვა
 
 
 
 
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2014.04.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის ქუჩა N6   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
3126183

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By