ისრაელელი ლექტორის ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ისრაელელი ლექტორის ლექცია


ჰოლოკოსტის ისტორიის კურსის სტუდენტებისთვის, ონლაინ ლექცია ჩაატარა ქალბატონმა ავიტალ ზალმანოვიჩმა. მისი მამა აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვე იყო, მაგრამ მოახერხა გადარჩენა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ის აქტიურად მონაწილეობდა ისრაელის ახლად დაარსებული სახელმწიფოს მშენებლობაში. ლექტორმა ფართოდ მიმოიხილა ჰოლოკოსტის ისტორია, აუდიტორიას გააცნო საკუთარი მამის ტყვეობაში გატარებული და იქიდან თავის დაღწევის მნიშვნელოვანი ფაქტები, რაც, არსებითად, არ არის მხოლოდ ერთი კაცის ისტორია. მან საფუძვლიანად ახსნა მეორე მსოფლიო ომის პოლიტიკური თუ ნაცისტური მოტივები და სხვ.

 

ისრაელელი ლექტორი წარადგინა ჰოლოკოსტის ისტორიის კურსის ავტორმა და ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნონა ჭანტურიამ, ხოლო სტუდენტებს მიესალმა "ისრაელის სახლის" დამფუძნებელი იციკ მოშე. ნონა ჭანტურიამ ისაუბრა ჰოლოკოსტის კურსის დიდ მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ძალისხმევას, იქცეს ჰოლოკოსტის კვლევისა და განათლების ერთ-ერთ ცენტრად რეგიონში. იციკ მოშე შეეხო საქართველო-ისრაელის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის დიდ პოტენციალს და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს ამ პროცესში შეტანილი წვლილისთვის.

 

ლექციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია,სადაც სტუდენტებმა კითხვები დაუსვეს ისრაელელ ლექტორს და საკუთარი პოზიცია გამოხატეს ჰოლოკოსტსა და ანტისემიტიზმთან დაკავშირებით.

 

ჰოლოკოსტის ისტორიის კურსზე სტუდენტებისთვის მდიდარი აკადემიური გამოცდილების მიღების ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი ტიპის აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.