კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი


გრუნი-ს კლინიკური უნარების (სიმულაციური) ცენტრი გამორჩეულია. ის აღჭურვილია უახლესი მაღალტექნოლოგიური მულაჟებითა და მანეკენებით, რაც საშუალებას იძლევა  ეს ცენტრი გამოყენებულ იქნას არა მარტო სტუდენტების, არამედ პროფესიონალი ექიმებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის ტრენინგი -EMS-CPR/AED ჩასატარებლად. ცენტრის აღჭურვილობა და იქ დასაქმებული საერთაშორისო ტრენერთა გუნდი უზრუნველყოფს ექიმთა პროფესიულ განვითარებას თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე, ხოლო სტუდენტები სავსებით მზად იქნებიან სამუშაო პრაქტიკის დასაწყებად.

 

სიმულაციურ ცენტრში სხვა სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის უკვე ჩატარდა საერთაშორისო აკრედიტაციის ტრენინგი -EMS-CPR/AED. სასწავლო კურსს უძღვებოდა ფონდის გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამერიკული Health & Safety Institute-ის და საერთაშორისო ტრენინგცენტრის - EMS Safety Training Center (http://www.emssafetyservices.com) - ავტორიზებული ინსტრუქტორი და საერთაშორისო ტრენერი ხალიანა ჟღენტი.

 

მსმენელებმა გაიარეს პრე და პოსტტესტირება და სასწავლო კურსის: გულ-ფილტვის რეანიმაცია და ავტომატური გარეგანი დეფიბრილაცია, ფარგლებში ჩააბარეს გამოცდა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში.

 

კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ ფონდი ახალ აკრედიტირებულ სასწავლო კურსებსა და სემინარებს (EMS-CPR/AED, First Aid, Bloodbourne, Emergency Oxygen, Childcare, Food Safety) შესთავაზებს სტუდენტებს.