ვებსტერის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტი იწყება!

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვებსტერის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტი იწყება!

GRUNI-ისა და ვებსტერის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტი იწყება!

 

26 დეკემბერს, ხუთშაბათს, 14.00 საათზე 104 -ე აუდიტორიაში გაიმართება ვებსტერის უნივერსიტეტის პროგრამების პრეზენტაცია.

 

სტუდენტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ სწავლა განაგრძონ ვებსტერის (აშშ) უნივერსტეტის პროგრამებით და, GRUNI-ის დიპლომთან ერთად, მიიღონ ვებსტერის დიპლომი და აკადემიური ხარისხი, იჩქარეთ!

 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის, ბიზნესისა და მართვის, ფსიქოლოგიის, საჯარო მართვისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს.