ახალი სამეცნიერო პროექტი „აკადემიური ბლოგი“ იწყება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალი სამეცნიერო პროექტი „აკადემიური ბლოგი“ იწყება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო- კვლევითი ცენტრი მოხარულია გაცნობოთ, რომ უნივერსიტეტის ბაზაზე იწყება ახალი სამცენიერო პროექტი - „აკადემიური ბლოგი“.

 

„აკადემიური ბლოგი“ არის მედია საკომუნიკაციო საშუალება, რომელიც სტუდენტებსა და პროფესორებს აძლევს საშუალებას მოახდინონ თავიანთი ცოდნისა და იდეების კომუნიკაცია ფართო აუდიტორიასთან და მოახდინონ საზოგადოებაზე პოზიტიური ზეგავლენა.

 

„აკადემიური ბლოგი“ აცხადებს ნამუშევრების - ბლოგების, ვლოგების და ვებინარების მიღებას.

ბლოგები შესაძლოა დაიწეროს შემდეგ დისციპლინებში:

  • ბიზნესი და ეკონომიკა;
  • სამართალი;
  • მედიცინა;
  • სოციალური მეცნიერები;
  • სხვა სამეცნიერო მიმართულებები;

 

ვის შეუძლია ბლოგების გამოქვეყნება?

  • ბაკალავრიატის სტუდენტები;
  • მაგისტრატურის სტუდენტები;
  • დოქტორანტურის სტუდენტები;
  • უნივერსიტეტის აფილირებული და მოწვეული პერსონალი;
  • მოწვეული ავტორები;

 

ბლოგების ენა:

  • ქართული;
  • ინგლისური;

 

გამოქვეყნების კრიტერიუმები:

სასურველია ახალი და ინოვაციური ნაშრომების გამოქვეყნება. ავტორებმა შესაძლოა შეიმუშავონ კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმები და მეთოდები, იმდენად რამდენადაც მათი მიზანი არის მეცნიერების სრულყოფილება და ცოდნის დონის გაუმჯობესება;

 

  • სტატიაში სიტყვათა მინიმალური რაოდენობა არის 500 სიტყვა; სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობა 2000.
  • ბლოგები დაწერილი უნდა იყოს Microsoft Word-ში; ფონტის სტილი: Sylfaen; ფონტის ზომა: 12;
  • ვლოგების ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 10 წუთს;
  • ვებინარების რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 50 წუთს;

 

პოტენციურმა ავტორებმა თავიანთი ნაშრომები უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: m.sulashvili@gruni.edu.ge

 

ნამუშევრების მიღება წარმოებს მუდმივ რეჟიმში.