ია ხურციძე კვლავ DAAD-ის სტიპენდიანტია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ია ხურციძე კვლავ DAAD-ის სტიპენდიანტია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილემ, ამავე სკოლის დოქტორანტმა და ადვოკატმა ია ხურციძემ მიმდინარე წელს კვლავ მოიპოვა გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდია.

 

ოთხი თვის განმავლობაში ის აქტიურად ჩაერთვება კვლევით საქმიანობაში და სამეცნიერო მუშაობას გააგრძელებს პოტსდამის უნივერსიტეტში (გერმანია).

 

ია ხურციძემ სტიპენდია მოიპოვა მონოგრაფიის: „ქმედუნარიანობა, როგორც კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ფიზიკური პირის მონაწილეობის საფუძველი", მოსამზადებლად.

 

უნივერსიტეტი ულოცავს ია ხურციძეს ამ წარმატებას.