საჯარო ლექცია „დისკრიმინაციის შემთხვევები და მათზე რეაგირება“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო ლექცია „დისკრიმინაციის შემთხვევები და მათზე რეაგირება“


არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი“ “ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “დისკრიმინაციასთან ბრძოლა სამართალწარმოებისა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გზით“.

 

პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 28 მარტს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა “საფარის“ აღმასრულებელი დირექტორის ბაია პატარაიას საჯარო ლექცია “დისკრიმინაციის შემთხვევები და მათზე რეაგირება“.

 

მოწვეულმა სტუმარმა ლექციაზე განიხილა დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმა (პირდაპირი, არაპირდაპირი) და ისაუბრა შევიწროების, კერძოდ, კი სექსუალური შევიწროების შესახებაც. მან სტუდენტებს გააცნო საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების მაგალითები და განუმარტა მათზე სამართლებრივი რეაგირების ფორმები.

 

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, ბაია პატარაიამ სტუდენტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა და მათ არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ მიერ მომზადებული სამახსოვროც გადასცა.