საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრის წარდგენა საკრებულოში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრის წარდგენა საკრებულოში


27 თებერვალს დედაქალაქის საკრებულოში გაიმართა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრის ოფიციალური წარდგენა. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები.

 

უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის მიზნები და ფუნქციები გააცნო, ისაუბრა, საკრებულოსა და უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის თაობაზე და უპასუხა შეკითხვებს.

 

საკრებულოს წევრებისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საკონსულტაციო ცენტრის შეთავაზება სამეცნიერო/ანალიტიკური კვლევების შესრულების თაობაზე.

 

წარდგენამ საინტერესოდ ჩაირა, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის თაობაზეც შეთანხმდნენ.

 

უნივერსიტეტში საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრი 2016 წელს შეიქმნა, ის სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლების აერთიანებს.

 

ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში საჯარო მმართველობის ეფექტურ განხორციელებას და საინტერესო/პრობლემურ საკითხებზე საზღაურის გარეშე გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაცია/რეკომენდაცია საჯარო მოხელეებს .

 

საკონსულტაციო ცენტრისაგან ამგვარი კონსულტაციო უკვე მიიღეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და საჯარო მოხელეებმა.