სტუდენტების შეხვედრა საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების შეხვედრა საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებთან


საქართველოს პროკურატურა, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, აგრძელებს თანამშრომლობას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან.

 

მისი წარმომადგენლები პერიოდულად სტუმრობენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლას და საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, აცნობენ პროკურატურის საქმიანობას და სთავაზობენ თანამშრომლობას პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის.

 

მიმდინარე წლის 06 თებერვალს უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის სკოლის მაგისტრატურის სტუდენტების შეხვედრა საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებთან: ნათია მერებაშვილთან, შოთა კაკულიასთან და ქეთევან ასანიძესთან. სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს: პროკურატურის საქმიანობის პრინციპები, განხორციელებული ინსტიტუციური ცვლილებები, სტრუქტურა, პროკურატურის განვითარების სტრატეგია, საზოგადოებრივი პროკურატურის საქმიანობა და სხვ. ისაუბრეს, აგრეთვე, სტაჟირების პროგრამის გამოცხადებული კონკურსის პირობებისა და შემდგომი დასაქმების პერსპექტივების შესახებაც.

 

ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 500-ზე მეტმა პირმა გაიარა. დღეისათვის პროკურორებისა და გამომძიებლების 50%-ზე მეტი საქართველოს პროკურატურაში სწორედ სტაჟირების გზით არის დასაქმებული, მათ შორის, საშუალო და მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე.

 

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს.