უნივერსიტეტში ღია კარის დღეები გრძელდება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უნივერსიტეტში ღია კარის დღეები გრძელდება


მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით უნივერსიტეტში ოქტომბრიდან ღია კარის დღეები მიმდინარეობს.

 

ღონისძიების მიზანია მოსწავლეებს უკეთ გააცნოს ის საგანმანათლებლო სივრცე და სასწავლო პროგრამები, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სთავაზობს მათ, რათა თითოეული მოსწავლის გადაწყვეტილება და პროფესიული არჩევანი იყოს გააზრებული და სწორი.

 

26 იანვარს უნივერსიტეტმა თბილისის 29-ე, 50-ე, 112-ე, 117-ე, 124-ე, 145-ე, 76-ე, 74-ე, 180-ე, 176-ე სკოლების 100-ზე მეტ უფროსკლასელსა და მათ პედაგოგს უმასპინძლა.

 

ღია კარის დღეების ფარგლებში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და წარჩინებული სტუდენტებმა მოსწავლეებს გააცნეს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო პროცესი და ის პროექტები, რომლებსაც უნივერსიტეტი ახორციელებს.

 

აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია იმ ფინანსური მხარდაჭერისა და შეღავათების თაობაზეც, რომლებსაც უნივერსიტეტი მათ სთავაზობს.

 

ამასთან ერთად, მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო გარემო, არასტანდარტული, აუდიო-ვიზუალური ტექნიკით აღჭურვილ აუდიტორიები, კრიმინალისტიკის ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და ორიგინალური რეკრიაციული სივრცე, რამაც მოსწავლეების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

 

ღია კარის დღეები გრძელდება.