საშობაო სკოლა გაიხსნა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საშობაო სკოლა გაიხსნა


8 იანვარს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში უფროსკლასელთათვის საშობაო სკოლა გაიხსნა.

 

პროექტის ფარგლებში მე-11, მე-12 კლასების მოსწავლეებისათვის ერთკვირიანი ტრენინგები არაფორმალური განათლების საკითხებს დაეთმობა.

 

საშობაო სკოლის გახსნის ცერემონიაზე უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ გულიკო გალდავამ ისაუბრა არაფორმალური განათლების როლსა და მნიშვნელობაზე თანამედროვე, მოტივირებული და კრეატიული ახალგაზრდების აღზრდის საქმეში, რომელსაც უნივერსიტეტი დიდი ხანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

 

საგანმანათლებლო პროგრამებისათვის არჩევითი კომპონენტების დამატება, პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლაზე აქცენტირება, პიროვნული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა - სწორედ ის საკითხებია, რომლებიც ახალგაზრდების უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარებას, მათი ცნობიერების ამაღლებას, მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაზრდასა და ერთიანი ჯანსაღი საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებას უწყობს ხელს და რომელსაც უნივერსიტეტი სწავლა-სწავლების პროცესში ფართოდ იყენებს.

 

პირველ მეცადინეობაზე კომპანია „ლინგვინგის“ დამფუძნებელმა დავით ველიაშვილმა და მისმა კოლეგებმა მოსწავლეებთან ერთად განიხილეს თემა: „თანამედროვე ტექნოლოგიები და სტარტაპი“. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და 3 საათ-ნახევარს გაგრძელდა.

 

9 იანვარს მოსწავლეები ვურცბურგისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტების პროფესორთან ანა ფირცხალაშვილთან და სამართლის სკოლის სტუდენტებთან: ქეთევან ლაბაძესა და მეგი გუტაშვილთან ერთად განიხილავენ ორ საკითხს: ადამიანის უფლებები (ბავშვთა უფლებები, ახალი კონსტიტუცია) და ეტიკეტი საზოგადოებრივ ურთიერთობებში.

 

უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს საშობაო სკოლის თითოეულ მონაწილეს.

 

 

საკონტაქტო: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge