ანა ფირცხალაშვილის კიდევ ერთი წარმატება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ანა ფირცხალაშვილის კიდევ ერთი წარმატება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის პროფესორი, სამართლის დოქტორი ანა ფირცხალაშვილი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრად დაინიშნა.

 

ვულოცავთ ქალბატონ ანას ამ მაღალი პასუხისმგებლობის დაკისრებას, რომელსაც, ვიმედოვნებთ მისთვის ჩვეული პროფესიონალიზმითა და დამახასიათებელი გულისხმიერებით შეასრულებს.

 

ანა ფირცხალაშვილი 2014 წლიდან უნივერსიტეტის პროფესორი და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანია. ის, ასევე, ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტს, არის არაერთი ანალიტიკური ნაშრომის, სამეცნიერო სტატიისა და სახელმძღვანელოს ავტორი, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების კომენტარების თანაავტორი, რამდენიმე სამეცნიერო გამოცემის რედაქტორი და რეცენზენტი.

 

2018 წელი მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი ანასთვის. ის ვურცბურგის უნივერსიტეტის სტუმარ-პროფესორად მიიწვიეს.

 

უნივერსიტეტი ულოცავს და უსურვებს 2019 წელი კვლავაც ახალი წარმატებების მომტანი ყოფილიყოს მისთვის.

 

ბრძანება

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge