აჩუქე სიხარული და სითბო უპოვართ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აჩუქე სიხარული და სითბო უპოვართ

ვაჩუქოთ სითბო და სიხარული უპოვართ, გავულამაზოთ ახალი წლის დღესასწაული მათ, ვისაც დღეს უკიდურესად უჭირს, ვაგრძნობინოთ, რომ ამ ქვეყანაზე არიან ადამიანები, ვინც მათ საფიქრალსა თუ საზრუნავს იზიარებს და შეძლებისდაგვარად ინაწილებს.

 

უნივერსიტეტი საახალწლო საქველმოქმედო აქციისათვის ემზადება.

 

ხელმოკლე ოჯახებისათვის განკუთვნილი საჩუქრებისათვის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, პროდუქტები, ჭურჭელი) გამოყოფილია სპეციალური სასაჩუქრე ყუთი (ბიბლიოთეკის მიმდებარედ).

 

გავერთიანდეთ მათ დასახმარებლად.

 

აქცია 28 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge