სკოლის დირექტორის თვალით დანახული გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სკოლის დირექტორის თვალით დანახული გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი

უნივერსიტეტში სტუმრობისას ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე:

 

თბილი, მეგობრული და სტუდენტების განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.

 

თითოელი ფაკულტეტის ადმინისტრაციის ზრუნვა სტუდენტების წარმატებების აღიარებისთვის.

 

ძალიან მაღალი დონის კაბინეტ-ლაბორატორიები,რაც ხელს უწყობს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას: მომხიბლა კრიმინალისტიკისა და ბალისტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიებმა, რაც ვფიქრობ დიდი მონაპოვარია არა მარტო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

 

სტომატოლოგებისა და ჟურნალისტებისთვის ყველა თანამედროვე ინფრასტრუქტურაა შექმნილი, რაც განაპირობებს სპეციალისტების მაღალ კვალიფიკაციას.

 

მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს საშუალებას აძლევს სასწავლო სემესტრი გაიარონ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში, ეს შესაძლებლობა არა აქვს ბევრი კერძო უნივერსიტეტის სტუდენტს.

 

არასატანდარტული, ფუნქციურად დიფერენცირებული აუდიტორიები, სხვადასხვა აქტივობაზე მორგებული საკონფერენციო დარბაზები.

 

დასვენებისა და კომუნიკაციისთვის საჭირო, კომფორტულად და თანამედროვედ მოწყობილი სარეკრეაციო სივრცეები.

 

ეს მხოლოდ ერთხელ სტუმრობისას აღმოვაჩინე...

 

თანაც ძალიან კრიტიკული მინდოდა ვყოფილიყავი, რადგან ჩემს რეკომენდაციას უნივერსიტეტების და ფაკულტეტების შესახებ გარკვეულ მნიშველობას ანიჭებენ ჩემი უსაყვარლესი მოსწავლეები...

 

არ გამომივიდა, რადგან ეს ერთი ნახვით შეყვარებას უფრო ჰგავს...

 

მადლობა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, რუდუნებით და სიყვარულით შექმნილი სასწავლო დაწესებულებისათვის!!

 

სერვანტესის გიმნაზია „აია ჯესის“ დირექტორი რუსუდან ბოლქვაძე

 

 

საკონტაქტო პირი:  მერი ლომია - m. lomia@gruni.edu.ge