მოსწავლეები სტუმრად უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მოსწავლეები სტუმრად უნივერსიტეტში


შაბათს, 3 ნოემბერს, ღია კარის დღეების ფარგლებში უნივერსიტეტს სტუმრობდნენ თბილისის კერძო სკოლა „აია ჯესისა“ და აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან და დირექტორთან ერთად.  

 

აღნიშნული სკოლების მოწვევის ინიციატივა ეკუთვნის უნივერსიტეტის სტუდენტებს, აგარის საჯარო სკოლისა და „აია ჯესის“ ყოფილ მოსწავლეებს, გიორგი ნიორაძესა და გიორგი ბურჯანაძეს, რომლებიც ამ დღის მთავარი მასპინძლები იყვნენ.

 

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მოსწავლეებს გააცნეს სასწავლო ლაბორატორიები, არსებული პროგრამები, ის გარემო, რომელშიც ახალგაზრდები სპეციალისტებად და მოქალაქეებად ყალიბდებიან. 

 

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა მოსწავლეები მეგობრების კლუბში გააწევრიანეს და ერთობლივი პროექტების განხორციელების თაობაზეც შეუთანხმდნენ.

 

ღონისძიებამ იმდენად საინტერესოდ და გულთბილ ვითარებაში ჩაიარა, რომ სტუდენტებმა გადაწყვიტეს ახალ ინიციატივას ჩაუყარონ საფუძველი და ყოველ შაბათს მოსწავლეები თავიანთი მშობლიური სკოლებიდან მშობლიურ უნივერსიტეტში მოიწვიონ.

 

ღია კარის დღეები გრძელდება.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge