ესეების კონკურსი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ესეების კონკურსი

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს ესეების კონკურსში იწვევს.

 

6 ნოემბერს 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ შეხვედრაზე, ბულგარეთის ელჩი საქართველოში - დესისლავა ივანოვა, ოფიციალურად გამოაცხადებს ესეების კონკურსს, რომელიც შეეხება ნატოს საკითხებს.

 

კონკურსში გამარჯვებული სასწავლო ტურით გაემგზავრება ქალაქ სოფიაში.

 

ღონისძიების ფარგლებში ბულგარეთის ელჩი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ისაუბრებენ ნატოს შესახებ და მის მნიშვნელობაზე.

 

კონკურსისა და პრიზის შესახებ სრულ ინფორმაციას სტუდენტები მიიღებენ ელჩისგან 6 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე.

 

ღონისძიებაზე დასწრებისა და კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისათვის მიმართეთ სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურს.

 

 

საკონტაქტო პირი: მარიამ წიკლაური - m.tsiklauri@gruni.edu.ge