სტუდენტები - სტუმრად საქართველოს პარლამენტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტები - სტუმრად საქართველოს პარლამენტში


სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში, სემინარებსა და შეხვედრებში სტუდენტთა მონაწილეობა ემსახურება იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომლებიც პროფესიული მიზნების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება სტუდენტებს.

 

უნივერსიტეტს, მიუხედავად გაწეული საქმიანობისა, მიზანშეწონილად მიაჩნია გააქტიუროს და სისტემური გახადოს ამ მიმართულებით მუშაობა.

 

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლების სტუდენტები მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ შეხვედრაში, რომელზეც გაიმართა საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არად ბენკოს მოსმენა.

 

ელჩმა ისაუბრა ავსტრიის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტებსა და საქართველო-ავსტრიის ურთიერთობებზე.

 

სხდომა გაიხსნა მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალის ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენით.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge