ღია კარის დღეები უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ღია კარის დღეები უნივერსიტეტში


მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობისა და უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლების მიზნით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ღია კარის დღეები დაიწყო.

 

ღონისძიების ფარგლებში შაბათს, 20 ოქტომბერს, უნივერსიტეტს ქუთაისის 32-ე და 30- სკოლების მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები და პედაგოგები ეწვივნენ, მათ შორის იყო 32-ე სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი სოფიო მურუსიძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ თბილისში გამართულ კონფერენციაზე „ალმა მატერის რჩეული“ გახდა. სტუმრებს შორის იყო ფრანგი მასწავლებელიც, რომელიც დღეს საქართველოში მოღვაწეობს.

 

მოსწავლეებს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა მასპინძლობდა.

 

ღია კარის დღეები გახსნა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გულიკო გალდავა. უნივერსიტეტის სტუდკავშირის თავმჯდომარემ ელენე ბაკურაძემ სტუმრებს მოკლედ გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ, შემდეგ კი თითოეულმა სკოლამ წარჩინებულ სტუდენტებთან ერთად პრაქტიკულად წარმოადგინა სასწავლო პროცესი და უპასუხა მოსწავლეების შეკითხვებს.

 

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა თემატური ვიქტორინის გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.

 

დასასრულ, სტუდენტებმა მოსწავლეებს დაათვალიერებინეს უნივერსიტეტი და გააცნეს სტუდენტური საქმიანობა.

 

ღია კარის დღეების ფარგლებში, ყოველ შაბათს უნივერსიტეტი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლებს. 

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - m.lomia@gruni.edu.ge