მიღება სადოქტორო პროგრამაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


მიღება სადოქტორო პროგრამაზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში სპეციალობაზე:

 

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა:

საჯარო მმართველობა  -  5 ვაკანტური ადგილი

 

 

საბუთების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის 8 ოქტიმბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 11:00-18:00 საათამდე.

 

საკონკურსო საბუთების ნუსხა:

 

 შენიშვნა: საქართველოს კანონის ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ ძალაში შესვლამდე (2005 წლამდე) მოპოვებული უმაღლესი განათლების   დიპლომის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

რეგიისტრაციის  საზღაური შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს. თანხის გადახდა შესაძლებელია:

 

სააქციო საზოგადოება ,,ხალიკ ბანკი საქართველო’’

საბანკო კოდი – HABGGE22

მიმღების დასახელება - შპს ,,გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი’’

საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120

ანგარიშსწორების ანგარიში - GE91HB0000000006903602

 

 

ერთი წლის სწავლის საზღაური შეადგენს - 3000 ლარს

 

სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი

  1. სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება კონკურსის წესით.
  2. კონკურსის პროცედურა შედგება ორი კომპონენტისაგან:

ა) რეფერატის ან გამოქვეყნებული ნაშრომის დაცვა საგამოცდო-საექსპერტო კომისიის წინაშე, რომელიც უნდა წარმოადგინოთ რეგისტრაციის გავლიდან არაუგვიანეს 1 ნოემბრისა.     

ბ) გამოცდა:

  • ერთ-ერთ ევროპულ ენაში (სავალდებულო).

 

3. საკონკურსო რეფერატის/გამოქვეყნებული ნაშრომის დაცვის პროცესით უნდა გამოვლინდეს:

ა) აპლიკანტის კვლევის ინტერესის სფერო;

ბ) აპლიკანტის აკადემიური დონე დარგობრივი სფეროს ფარგლებში, რაც გულის ხმობს:

  • თეორიებსა და კვლევებზე დაფუძნებული დარგობრივი სფეროს ღრმა და სისტემურ ცოდნას
  • დარგობრივი პრინციპებისა და მეთოდების სრულყოფილ ცოდნას

 

გ) კვლევითი კომპეტენცია, რაც გულისხმობს:

  • ანალიზისა და სინთეზის უნარს
  • პრობლემის დასმის/ხედვის და მისი ორიგინალურად განვითარების უნარს
  • წარდგენილ ნაშრომში განვითარებული აზრის და/ან კვლევის შედეგების საფუძველზე დასკვნების მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და დამაჯერებელი არგუმენტაციით წარდგენის/დაცვის უნარს.

 

4. საკონკურსო რეფერატი უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტში დადგენილ ზოგად ფორმალურ მოთხოვნებს (დანართი 1).

 

5. უცხოურ ენაში, აპლიკანტთა მომზადების ხარისხი, უნდა აკმაყოფილებდეს არა ნაკლებ B2 დონეს.

 

6. უცხო ენის გამოცდისაგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერტიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ B2 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.

 

 

საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე - სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურის უფროსი
ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge ტელ: (+995 32) 38 44 06 (107)