აკადემიური მივლინება პოლონეთის უნივერსიტეტებში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


აკადემიური მივლინება პოლონეთის უნივერსიტეტებში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი პროგრამა Erasmus+ -ის ფარგლებში განაგრძობს თანამშრომლობას პოლონეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

 

 ბიზნესისა და მართვის სკოლის ორი პროფესორი- ნათია დაღელიშვილი და ვახტანგ ჭარაია, აკადემიური მივლინებით იმყოფებოდნენ პოლონეთში.

 

პროფესორმა ნათია დაღელიშვილმა იან კოხონოვსკის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის წაიკითხა ლექციების ციკლი ევროკავშირთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ.

 

პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ლაზარსკის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. მან წაიკითხა ლექციები თემაზე: ჩინეთი - ევროკავშირი და ჩინეთი - საქართველო, ეკონომიკური თანამშრომლობა.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მადლობას უხდის იან კოხონოვსკისა და ლაზარსკის უნივერსტეტებს თანამშრომლობისათვის.