სტუმარი იან კოხონოვსკის უნივერსიტეტიდან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუმარი იან კოხონოვსკის უნივერსიტეტიდან


პროგრამა Erasmus+-ის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ერთი კვირით ეწვია იან კოხონოვსკის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ევა მილჯარსკა - გორონი, რომელმაც ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომლებს გააცნო თავისი უნივერსიტეტის საქმიანობა და გაუზიარა გამოცდილება ფინანსური მენეჯმენტის შესახებ.

 

პოლონელ სტუმართან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე თანამშრომლებმა განიხილეს ყოველდღიური ფინანსური საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვისა და წარმართვის საკითხები. გააცნეს მას ფინანსური დეპარტამენტის მუშაობის მთავარი პრინციპები და თავისებურებები.

 

უნივერსიტეტი მადლობას უხდის ევა მილჯარსკა - გორონის თანამშროლობისათვის.

 

პროგრამა Erasmus+-ის ფარგლებში თანამშრომლობა პოლონეთის სხვადასხვა უნივერსიტეტთან გრძელდება.

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ თავხელიძე - t.tavkhelidze@gruni.edu.ge