უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან


სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტებთან შეხვედრა.

 

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მრჩეველმა ვეკა მოდებაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო იაშვილმა ისაუბრეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წესებისა და ვალდებულებების შესახებ, აგრეთვე, უვიზო მიმოსვლის ფარგლებში გამოვლენილ იმ რისკებსა და შესაძლო საფრთხეებზე, რომლებიც დაკავშირებულია როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერ გამოყენებასთან.

 

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.

 

საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია 599776771