ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის


განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის ჩატარდა ტრენინგი: „ ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და სტრატეგია“, „საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების ინტერნაციონალიზაცია“.

 

ერთკვირიან ტრენინგს წარმართავდნენ განათლების ექსპერტები: პუშა ნასტასე და მათიას საბო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის „იეჰულდა ელკანის ცენტრიდან“.

 

ტრენინგში მონაწილეობდა საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის ექვსი პარტნიორი უნივერსიტეტის 50-მდე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, მათ შორის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტიდან: მურთაზ კვირკვაია, თამარ გამსახურდია, ნათია კვინჩილაძე, თამარ თავხელიძე, ვასილ კიკუტაძე, გიორგი მირიანაშვილი.

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ თავხელიძე t.tavkhelidze@gruni.edu.ge