ტრენინგი ბათუმის წარმომადგენლობაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ტრენინგი ბათუმის წარმომადგენლობაში


საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის პროფესიული ეთიკის განვითარების ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში, 2018 წლის 2-3 მარტს ჩატარდა სპეციალური სასწავლო კურსი ,პროფესიული ეთიკა, საჯარო - სამართალდამცავ და სპეციალურ სამსახურებში. აქვე გაიმართა პროფესორ მალხაზ ბაძაღუას წიგნის პროფესიული ეთიკის საფუძვლები წარდგენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ ბათუმის, ქედის, ხულო, ხელვაჩაურის რაიონების მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო მოსამსახურეებმა, უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის პროფესორ-მასწავლებლებმა.

 

სწავლება გახსნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ამირან მესხიშვილმა.

 

წიგნი პროფესიული ეთიკის საფუძვლები წარადგინა და პროფესიული ეთიკის განვითარების პროექტზე ისაუბრა, წიგნის ავტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ.

 

ეთიკის საფუძვლების შესახებ სესია ჩაატარა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თეიმურაზ ფაჩულიამ, ხოლო მეორე სესიას - საჯარო სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობა და კორუფცია, პროფესიული ეთიკისა და ქცევის საკითხების - წარუძღვა პროფესორი მალხაზ ბაძაღუა.

 

წიგნის წარდგენას და თიოეული თემის განხილვას თან ახლდა დისკუსია, სწავლების დასასრულს შემუშავდა დასკვნითი რეკომენდაციები. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

 

სწავლების მონაწილეთა სახელით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ სულიკო თებიძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს.