ფინალური გამოცდა - პრაქტიკულად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ფინალური გამოცდა - პრაქტიკულად


უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლამ შექმნა პრეცედენტი იმისა, რომ სწავლის პროცესში მიღებული თეორიული ცოდნა სტუდენტებმა ფინალურ გამოცდაზე პრაქტიკულად წარმოადგინონ.

 

საჯარო მმართველობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა სასწავლო კურსის - ზეპირი და წერითი ეტიკეტი ოფიციალურ ურთიერთობებში- ფინალური გამოცდა იმიტირებული საქმიანი შეხვედრის სახით ჩააბარეს. სტუდენტებს ევალებოდათ ეტიკეტის სრული დაცვით მოემზადებინათ საქმიანი შეხვედრა ორგანიზაციულად და შინაარსობრივად. განსახილველ თემად მათ აირჩიეს საკანონმდებლო ინიციატივა საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახურის ფუნქციონირების თაობაზე.

 

 სტუდენტებმა გაინაწილეს საქართველოს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების, სახალხო დამცველის, ფსიქოლოგის, კერძო სკოლის დირექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ფუნქციები და განსახილველი საკითხის შესახებ საინტერესოდ და არგუმენტირებულად იმსჯელეს.

 

 სტუდენტებმა პედაგოგისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სალექციო კურსის ხელმძღვანელი - მერი ლომია და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი - ანა ფირცხალაშვილი.

 

შეხვედრის დასასრულს პედაგოგმა და დეკანმა თავიანთი რჩევები და წინადადებები გაუზიარეს ახალგაზრდებს.  

 

ზეპირი და წერითი ეტიკეტი ოფიციალურ ურთიერთობებში - წელს პირველად ჩაერთო სასწავლო პროგრამაში. შუალედური და ფინალური გამოცდის ასეთი სახით ჩაბარება სასწავლო კურსის ფარგლებში მომავალში პრაქტიკად დამკვიდრდება.

 

 

საკონტაქტო პირი: მერი ლომია - 599776771