შეხვედრა საერთაშორისო გიდთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა საერთაშორისო გიდთან


სტუდენტების შეხვედრა სხვადასხვა დარგის წამყვან სპეციალისტებთან, წარმატებულ, თავისი საქმის მცოდნე პროფესიონალებთან უნივერსიტეტის სწავლა-სწავლების განუყოფელი ნაწილია.

 

ამგვარი შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილების ახალგაზრდებისათვის გაზიარებას.

 

ბიზნესისა და მართვის სკოლის ინიციატივით გაიმართა სტუდენტების შეხვედრა ტურისტული კომპანია “New Georgia”-ს მენეჯერთან, საერთაშორისო გიდთან მთვარისა თარხნიშვილთან.

 

მოწვეული სტუმარი სტუდენტებს ესაუბრა თურქეთის მიმართულებით საერთაშორისო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, მიაწოდა მათ ინფორმაცია კაბადოკიის ტურის შესახებ, უპასუხა ახალგაზრდების შეკითხვებს.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი