გრ.რობაქიძის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნული უმაღლესი სკოლის (ENA) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრ.რობაქიძის უნივერსიტეტისა და საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნული უმაღლესი სკოლის (ENA) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნული უმაღლესი სკოლა (ENA) იწყებენ ახალი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის: “საჯარო მმართველობა და საერთაშორისო ურთიერთობები“, განხორციელებას. სწავლის ხანგრძლივობა 10 თვეა და კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ “ENA“-სა და სორბონის უნივერსიტეტის (Université Paris I – Panthéon-Sorbonne) მაგისტრის შესაბამისი აკადემიური ხარისხი და დიპლომი (MASTER 2).

 

სასწავლო კურსი განკუთვნილია ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელეებისა და მაგისტრატურის პირველკურსდამთავრებულებისათვის. პროგრამა ამზადებს სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც შეძლებენ, როგორც თავისი ქვეყნის პოლიტიკური და საჯარო პროცესების წარმატებით მართვას, ისე სართაშორისო ორგანიზაციებში მუშაობას.

 

სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და მოიცავს ფრანგული ენის გაღრმავების მოდულსაც.

 

პროგრამა, გარდა თეორიული მოდულებისა, სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკული მეცადინეობების ციკლს პარიზისა და ევროკავშირის ქვეყნების წამყვან სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტში, რომელსაც ცნობილი ექსპერტები და მაღალი რანგის მოხელეები, ევროპელი და ფრანგი კონსულტანტები უძღვებიან.

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ გაგოშიძე - 571 27 00 11