სტუდენტთა მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტთა მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ჰაიდენჰაიმის უნივესიტეტს (გერმანია) შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები ლიზი გორგაძე, თამთა ბარბაქაძე და ანა გოგოლაძე გაემგზავრნენ ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტში ერთი სემესტრით. პროექტი მთლიანად ფინანსდება გერმანული მხარისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები, ხოლო გერმანიაში დაგროვილი კრედიტები აღიარებულ იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.

 

 

საკონტაქტო პირი: ალექსანდრე რაიბული; 595 51 98 34