EXPO BATUMI 2017

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


EXPO BATUMI 2017


ტურიზმის პროგრამის თბილისის კამპუსისა და ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებმა ასოცირებულ პროფესორ მაკა ფირანაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს ტურიზმის X საერთაშორისო გამოფენის მუშაობაში EXPO BATUMI 2017, რომელიც ბათუმში, სასტუმრო შერატონში გაიმართა.

 

გამოფენაზე ათამდე ქვეყნის 20 კომპანია იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, აღსანიშნავია: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ლიტვა, პოლონეთი, ბელორუსია, გერმანია და სხვ. გამოფენის მიმდინარეობისას დაიგეგმა სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

 

სტუდენტებმა დაგეგმეს ტური და დაათვალიერეს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, გონიოს ციხე, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, ბათუმის პიაცა, ბულვარი, ანბანის კოშკი და ბათუმის სხვა ღირსშესანიშნაობები.

 

15 მაისს, ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა ასოცირებული პროფესორის მაკა ფირანაშვილის ლექცია რეკრეალოგიაში.

 

ბათუმში ვიზიტი საინტერესო და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge