ვიზიტი Bioli-ს სამედიცინო ველნეს კურორტზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვიზიტი Bioli-ს სამედიცინო ველნეს კურორტზე


ბიზნესისა და მართვის სკოლის მაგისტრანტი რევაზ ხუცაიძე და ტურიზმის პროგრამის სტუდენტი ნინო ზაუტაშვილი უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელ მაკა ფირანაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ Bioli-ს სამედიცინო ველნეს კურორტზე.

 

Bioli - ახალი სიტყვაა დასვენებისა და გაჯანსაღების მსოფლიო ინდუსტრიაში. ის თანამედროვე მედიცინის უახლეს მიღწევებზეა დაფუძნებული. კურორტი ხასიათდება ლამაზი ლანდშაფტით, ორიგინალური არქიტექტორული გადაწყვეტით და გამორჩეული ბუნებრივი მდგომარეობით.

 

დამსვენებლისთვის აქ იგეგმება კომპლექსური გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, უჯრედის დონეზე ხდება დეტალური დიაგნოსტიკა, რაც ხელს უწყობს დაავადებების ადრეულ პრევენციას. ყველა პროგრამაში გამოყენებულია საქართველოს ენდემური ფიტორესურსებისა  და ბუნებრივი შესაძლებლობების მრავალფეროვნება.

 

ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა Bioli-ს სამედიცინო ველნეს კურორტზე ჩაატარეს კვლევა, რაც მიზნად ისახავდა ამ ახალი ტურისტული პროდუქტის შესწავლას და მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრას. სტუდენტებს კვლევა დაეხმარება სამაგისტრო და საბაკალავრო ნაშრომის შექმნაში.

 

 

საკონტაქტო პირი: მაკა ფირანაშვილი m.piranashvili@gruni.edu.ge