შეხვედრა დამსაქმებელთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


შეხვედრა დამსაქმებელთან


ბიზნესის და მართვის სკოლაში გრძელდება პროგრამა შეხვედრები პოტენციურ დამსაქმებლებთან. 104-ე აუდიტორიაში სტუდენტები შეხვდნენ საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს იური ლებანიძეს.

 

აღნიშნული ასოციაცია აერთიანებს 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებას  და საქართველოში მცირე ბიზნესის გაძლიერებას.

 

სტუმარმა გაანალიზა საფინანსო ბაზარზე არსებული მდგომარეობა, მიმდინარე პრობლემები; ისაუბრა ასოციაციის პროექტებისა და მის წევრ ორგანიზაციებში დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შესახებ. შეხვედრის დროს გაიმართა დისკუსია. დაიგეგმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

 

 

საკონტაქტო პირი: თამარ გამსახურდია, t.gamsakhurdia@gruni.edu.ge