სტუდენტური კლუბის პრეზენტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური კლუბის პრეზენტაცია


მ/წ 11 ოქტომბერს, ბიზნესისა და მართვის  სკოლის სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა სტუდენტური გაერთიანება ალმა ბიზნეს კლუბი“, რომელმაც პოზიტიური ემოციები გამოიწვია სტუდენტებში.

 

კლუბის ინოვაციურობა  იმაში მდგომარეობს, რომ ის ღიაა არამარტო ყველა პროგრამის სტუდენტისთვის, არამედ საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვისაც. პროექტი ითვალისწინებს ბიზნესით დაკავებული პირების,  წარმატებული მეწარმეების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების  ჩართვას კლუბის მუშაობაში, მათგან საინტერესო გამოცდილების მიღებას, მასტერკლასების ჩატარებას და ა.შ.

 

კლუბის წევრები განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს - ჩაატარებენ  სემინარებს, ვოქშოფებს და, კლუბის დებულებით გათვაისწინებულ, არაერთ ღონისძოებას, რომელიც ხელს შეუწყობს  სტუდენტთა ერუდიციის გაფართოვებას, ბიზნესის წარმოების უნარ-ჩვევების განვითარებას,  სტუდენტური ცხოვრების აქტიურად გატარებას და ა. შ.

 

კლუბის პრეზიდენტად არჩეულია ნიკა კოღუა

 

 

საკონტაქტო პირი: ნიკა კოღუა; nika.koghua1@gruni.edu.ge