ლიტველი სტუმარი უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლიტველი სტუმარი უნივერსიტეტში


მ/წ 10 ოქტომბერს უნივერსიტეტს ეწვია საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის წარმომადგენელი, საერთაშორისო ფორუმების ორგანიზატორი და ლიტვის დებატების ასოციაციის ხელმძღვანელი, ვირგინია პასკინე. მან სტუდენტებს გაუზიარა ფორმალური დებატების სწავლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილება და შესთავაზა საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა.

 

დაიგეგმა დებატების საერთაშორისო ფორუმებსა და გაცვლით პროგრამებში უნივერსიტეტის აქტიური მონაწილეობა და მჭიდრო პარტნიორობა ლიტვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

 

შეხვედრამ საქმიან და თბილ გარემოში ჩაიარა.

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაიშვილი; a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge