სასწავლო ვიზიტი პარლამენტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სასწავლო ვიზიტი პარლამენტში


მ/წ 6 ოქტომბერს, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები, საგანმანათლებლო აქტივობის ფარგლებში, თბილისში, საქართველოს პარლამენტს ეწვიენ. მათ მეგზურობა გაუწია საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენეტის წარმომადგენელმა, რომელმაც დაათვალიერებინა ისტორიული შენობა, გააცნო საპარლამენტო მუშაობის თავისებურება, უპასუხა დასმულ შეკითხვებს.

 

სტუდენტებმა მოინახულეს საქართველოს პარლამენტის განახლებული პლენარული დარბაზი, პარლამენტის შიდა ეზოში საქართველოს გასაბჭოებისას დაღუპული იუნკერების მემორიალი, მოინახულეს სამლოცველო და ფოტოგამოფენა „საპარლამენტო დემოკრატია საქართველოში“.

 

სტუდენტები დიდი ინტერესით გაეცნენ პარლამენტის შენობის არქიტექტურაში გამოყენებული ეროვნული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელ დეტალებს.

 

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაიშვილი; a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge