პროფესორი მურთაზ კვირკვაია პორტოს უნივერსიტეტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პროფესორი მურთაზ კვირკვაია პორტოს უნივერსიტეტში


2016 წლის 27 ივნისიდან 01 ივლისამდე, ერაზმუს + (Erasmus +) მობილ + (MOBIL +) პროგრამის ფარგლებში, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი მურთაზ კვირკვაია იმყოფებოდა პორტოს უნივერსიტეტში (პორტუგალია). ვიზიტის დროს იგი შეხვდა პორტოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელობას, ეკონომიკის სკოლის ადმინისტრაციას, პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. პროგრამის ფარგლებში ბატონი მურთაზი მუშაობდა რამდენიმე პროექტზე, მონაწილეობდა ვორკშოფებსა და საპრეზენტაციო აქტივობებში.

 

პროექტი სრულად დააფინანსა ევროკავშირმა.

 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26