გამარჯვება ევროკავშირის ერაზმუს+ (Erasmus +) პროექტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გამარჯვება ევროკავშირის ერაზმუს+ (Erasmus +) პროექტში

2016  წლის ივნისში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა კვლავ გაიმარჯვა ევროკავშირის პროექტში ,,ერაზმუს +“ (Erasmus +).

 

აღნიშნული პროექტი საშუალებას აძლევს გრიგილ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს განახორციელონ მობილობა, ანუ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ევროპაში, დააგროვონ კრედიტები და შეიძინონ ახალი გამოცდილება - პროფესორ-მასწავლებლებს კი საშუალება ეძლევათ წაიკითხონ ლექციები პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

პროექტი, აგრეთვე, ითვალისწინებს ევროპელი პროფესორ-მასწავლებლების მიერ სალექციო და სასემინარო მეცადინეობების ჩატარებას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

 

ვულოცავთ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ევროკავშირის პროექტში გამარჯვებას.

 

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26