ლაზარსკის უნივერსიტეტის სტუდენტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ერაზმუს+ (Erasmus +) პროგრამის ფარგლებში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლაზარსკის უნივერსიტეტის სტუდენტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ერაზმუს+ (Erasmus +) პროგრამის ფარგლებში


2015 წლის მარტიდან, ერაზმუს+ (Erasmus +) პროგრამის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სწავლას განაგრძობს ლაზარსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) სტუდენტი იულია კოზლოვსკა. სტუდენტი უნივერსიტეტში ერთი სემესტრს დაჰყოფს.

 

„ჩემი პირველი დღე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ძალიან შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო. ამ დღეს შევხვდი პროფესორ-მასწავლებლებს. მათ გამაცნეს საუნივერსიტეტო ცხოვრება და დამეხმარნენ ორგანიზაციულ საკითხებში. უნივერსიტეტის შენობა ნამდვილად გასაოცარია. ეს არის სულ მწვანეში ჩაფლული ახლად აშენებული კამპუსი. საკლასო ოთახები თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც მეცადინეობებს უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის. პირველივე ლექციაზე ბევრი საინტერესო და პრაქტიკული ინფორმაცია მივიღე, რამაც მეტი თვითდაჯერებულობა შემმატა. პროფესორ-მასწავლებელები ლექციებს საინტერესოდ და გასაგებად გადმოსცემენ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა ვისწავლო ამ უნივერსიტეტში“.

იულია კოზლოვსკა

 

საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge 577 53 86 26