გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შეხვედრა სტუდენტებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შეხვედრა სტუდენტებთან


23 მარტს,გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, გაიმართა, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის, მარიამ სიხარულიძის შეხვედრა სტუდენტებთან.

აღნიშნულ შეხვედრაზე ძირითადი სადისკუსიო თემები:

  • როგორია და რას ნიშნავს იყო საქართველოს წარმომადგენელი გაეროში - დიდი წარმატება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. სტუდენტები ასევე შეიტყობენ კონკურსის პირობების შესახებ და თუ როგორ შეიძლება, რომ თავად გახდნენ ახალგაზრდობის წარმომადგენლები.
  • საქართველო და გაერო - რას საქმიანობს გაერო საქართველოში და პირიქით, როგორ მუშაობს საქართველოს წარმომადგენლობა გაეროში.
  • გაერო და ახალგაზრდობა: როგორ აღიქვამენ გაეროში ახალგაზრდების როლს, თანამედროვე დღის წესრიგი და მდგრადი განვითარების მიზნები.


შეხვედრა გაიმართა კარიერის განვითარებისა და სტუდენტთა მხარდაჭერის სამსახურის ინიციატივით.