ახალი პროექტის პრეზენტაცია პარლამენტში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ახალი პროექტის პრეზენტაცია პარლამენტში


2016 წლის 11 მარტს, საქართველოს პარლამენტში, მოეწყო დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის ვირტუალური საკონსულტაციო ცენტრის“ შექმნას.

 

ცენტრი აერთიანებს სამართლის სკოლის და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც ღრმად შეისწავლიან საჯარო მოხელის მიერ დასმულ პრობლემებს, სამართლებრივ შეფასებას მისცემენ და შეიმუშავებენ ეფექტურ რეკომენდაციებს მათ გადასაწყვეტად.

 

ამდენად, ცენტრი უნიკალურია თავისი ფორმითა და შინაარსით. ის, ერთი მხრივ, ქმნის სტუდენტთა ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას, მეორე მხრივ, ეხმარება საჯარო მოხელეებს მათ მიერ დასმული საკითხების/პრობლემების მოგვარებაში.

 

ამ ცენტრის დაარსებით შეიქმნა სახელმწიფოსა და აკადემიური სფეროს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პრეცენდენტი, რაც, არსებითად, არის კიდეც უნივერსიტეტების ერთ-ერთი მთავარი მისია.

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი ტელ.: (995 571) 12 97 97, mail: a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge