პოეზიის საღამო ალმა მატერში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პოეზიის საღამო ალმა მატერში


უნივერსიტეტის ზამთრის ბაღში გაიმართა ახალგაზრდა პოეტის ლელა ნინუას შემოქმედებითი საღამო. მან წარმოადგინა საკუთარი შემოქმედება, წაიკითხა ახალი ლექსები, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ზამთრის ბაღს, მასთან ერთად, ესტუმრნენ ყველასათვის ცნობილი მსახიობი და რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი, ახალგაზრდა პოეტები, პოეზიის მოყვარული ახალგაზრდები და უფროსი თაობის ადამიანები. მომღერალმა ნინი შერმადინმა, თავისი სიმღერებით, განსაკუთრებული ხიბლი შესძინა საღამოს.

 

პოეტი მოიხიბლა უნივერსიტეტის ახალი კამპუსით და აღნიშნა, რომ ის თავისი ორიგინალობით განსაკუთრებულ ენერგეტიკულ სივრცეს ქმნის, რომელიც თავისუფლების განცდას და შემოქმედებით განწყობას უქმნის იქ მყოფთ.