ვიზიტი ბაქოში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ვიზიტი ბაქოში


2015 წლის 28 ნოემბერი - 2 დეკემბერი

 

სამართლის სკოლისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტები მონაწილეობას იღებდნენ ბაქოში გამართულ ზამთრის სკოლისა და საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში.

 

აღნიშნული ღონისძიებები ეძღვნებოდა ევროპული სამართლის აქტუალურ საკითხებს და იგი ორგანიზებული იყო გერმანიის, ვურცბურგის უნივერსიტეტის და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ზამთრის სკოლაში ლექციებს კითხულობდნენ, გერმანელი, აზერბაიჯენელი და ქართველი პროფესორები. მათ შორის იყო სამართლის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.

 

ვიზიტის დროს დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის. მომავალ წელს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი საქართველოში უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ გერმანელი კოლეგები. იმავდროულად, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ვურცბურგისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერესიტეტის სამართლის სკოლებს შორის.

 

საკონტაქტო პირი: ანა ფირცხალაშვილი; a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge